რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთისთვის NATO-ს შემდგომი გაფართოება "წითელი ხაზის" გადაკვეთაა.
სერგეი ლავროვმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე, უპასუხა შეკითხვას, განიხილა თუ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში ერთობლივი საპასუხო ნაბიჯები და განაცხადა, რომ ჰიპოთეტურ სცენარებზე არ უსაუბრიათ.
"ჩვენ არ გვისაუბრია ჰიპოთეტურ სცენარებზე, მათ შორის საქართველოს NATO-ში ძალით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია NATO-ს გაფართოებაზე ნათელია - ეს იქნება "წითელი ხაზი", თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო მეტად მოახლოებას,"-განაცხადა ლავროვმა.
მისი განცხადებით, რუსეთის წინადადება უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ, აჩვენებს, რომ "რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული, თავიდან აიცილოს მოვლენების ნეგატიური განვითარება იმ სცენარის მიხედვით, რომელსაც ნატოს ზოგიერთი სტრატეგი აყალიბებს."