სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.
სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს გუშინ ეწვია და ღამე თბილისში გაატარა.
პრემიერების პირისპირ შეხვედრის გარდა, გუშინ ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაც გაიმართა. ხელმოწერილია რამდენიმე დოკუმენტიც.