16 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ულტიმატუმი, რომ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება, ვერანაირი თანხმობისკენ ვერ მიგვიყვანს - სოზარ სუბარი 

მმართველი გუნდი ეროვნული შერიგების იდეას  მიესალმება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ დიალოგის პროცესში ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ეროვნული თანხმობა კონკრეტულ პერსონალიებზე და მათ მოთხოვნებზე არ გადის

"სააკაშვილის გარდა ყველამ თქვა, რომ თვითონ ტერმინი - ეროვნული შერიგება, არაა კორექტული და სწორი. თუ ლაპარაკია ეროვნულ თანხმობაზე და ქვეყნის საკეთილდღეოდ პოლიტიკური ძალების თანამშრომლობაზე, ეს ნამდვილად კარგი პროცესია და იმედი მაქვს, გარკვეული კონტურები გამოიხატება. ამ მხრივ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა ხელს რაც შეუშლის ალბათ ამ პროცესს, ეს არის ერთგვარი ულტიმატუმების წამოყენება.

ულტიმატუმი, რომ ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ, - ბუნებრივია, ეს ვერანაირი თანხმობისკენ ვერ მიგვიყვანს. როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაც, ვისაც მისჯილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, ასეთი რამისთვის შიმშილობა არის სრული აბსურდი, ეს არ შეიძლება მოხდეს, არ მომხდარა მსოფლიოში არსად," - აცხადებს  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

დღის ამბები