16 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
პრეზიდენტი "ევროპული საქართველოს"ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტი ეროვნული შეთანხმებასთან დაკავშირებით ორბელიანის სასახლეში შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად ცოტა ხნის წინ მივიდნენ "ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი.

მანამდე პრეზიდენტთან შესახვედრად იმყოფებოდა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.  რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ეროვნული შერიგების პროცესი არ კონცენტრირდება ერთი ადამიანის გათავისუფლებაზე და მისი მიზანია სისტემურ თემებზე მსჯელობა.

დღის ამბები