16 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"დროა" წამოიწყებს პროცესს, სადაც ხაზს გავუსვამთ, რომ NATO ჩვენი საზოგადოების მყარი არჩევანია - ელენე ხოშტარია 

კრემლის ულტიმატუმს, NATO-მ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე უარი თქვას და გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, - დროას" დამფუძნებელი აფასებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, "დროა" წამოიწყებს პროცესს, სადაც პოლიტიკური პარტიების გარდა, მოქალაქეებიც იქნებიან ჩართულები, რათა საერთაშორისო პარტნიორებს ხმა მიაწვდინონ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ნატოში გაწევრიანება, არა რომელიმე მთავრობის, არამედ ქართული საზოგადოების ძალიან მყარი არჩევანია, "დროა" წამოიწყებს პროცესს, საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საერთაშორისო მიმართვის, სადაც ხაზს გავუსვამთ, რომ ნატო - ჩვენი საზოგადოების მყარი არჩევანია,"- აცხადებს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები