საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიაში განმარტებები კიდევ ერთხელ გაკეთდა.
ვიცე-მერის განცხადებით, ოპონენტებს საზოგადოება სიცრუეში შეყავთ, როდესაც ამბობენ, რომ ტრანსპორტის ფასმა მოიმატა, რადგან ფასი არ გაზრდილა და მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს შეღავათიანი ფასებით.
"პაკეტის არჩევანიდან და თვითონ მგზავრობის რაოდენობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სცენარი ჩნდება. შესაბამისად, იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. თვითონ ირჩევს რა ფასიანი სერვისი სჭირდება,"- აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.
შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სხვა კატეგორიის მოქალაქეები.