16 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში - ვინ რა განწყობით დატოვა პრეზიდენტის რეზიდენცია 

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს. ორბელიანების სასახლე დღესაც პოლიტიკური მოსაზრებების გაცვლის მთავარი ლოკაცია იყო. ათონელის ქუჩაზე პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს დილიდან ენაცვლებოდნენ. მათი ნაწილი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ეროვნული თანხმობა სწორედ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე უნდა შედგეს.

პრეზიდენტის იდეის პერსპექტიულობას, მმართველი პარტიისთვის პირველ რიგში ოპონენტების "პოლიტიკური ქცევის" ცვლილება განაპირობებს.

მოცემულობას სხვაგვარად აღიქვამს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც დღეს პოზიციები პოლიტიკურ საკითხებზე პრეზიდენტს პირადად გააცნო. ზოგიერთისთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხი, კვლავ პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ზოგიერთს კი სალომე ზურაბიშვილის წამოწყება პირველივე კონსულტაციიდან უშედეგოდ მიაჩნია.

მმართველი გუნდისთვის შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ ბარიერს სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხი წარმოადგენს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა პარტიული ინტერესები საზოგადოებრივ საჭიროებებზე მუშაობით უნდა ჩაანაცვლონ.

პოლიტიკოსების გარდა პრეზიდენტს სტუმრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც. ლონდა თოლორაიამ ეროვნული თანხმობის პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მზაობა გამოთქვა.

დღის ამბები