16 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
ოპოზიცია გახარიას წარმომადგენლის მხარდაჭერაზე შეთანხმდა, თუმცა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ არ ჰყავს - სხდომაზე "ოცნება" არ მივიდა

სამჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ სენაკის საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა. კვორუმი არ შედგა. სხდომაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მივიდნენ. შესაბამისად, მუნიციპალურ ორგანოს თავმჯდომარე ისევ არ ჰყავს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გახარიას პარტიის წარმომადგენელს უჭერენ მხარს:

"ქართულ ოცნებას" არ აქვს სენაკის საკრებულოში უმრავლესობა, შესაბამისად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ გააჭიანუროს და შეძლოს საკრებულოს მუშაობის შეფერხება. გაცხადებული პოზიციაა, რომ გახარიას პარტიის კანდიდატს ირაკლი კაჭარავას დავუჭიროთ მხარი," - აცხადებს სენაკის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კუჭავა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის განცხადებით, სხდომაზე მხოლოდ ორი ფრაქციის წარმომადგენლები გამოცხადდნენ, რაც არასაკმარისი რაოდენობა იყო და კვორუმის არარსებობის გამო სხდომა მომდევნო სამშაბათისთვის გადაიდო.

დღის ამბები