16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში არ მივიდა - ზუგდიდის საკრებულო კვლავ თავმჯდომარის გარეშე რჩება

ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. მუნიციპალურ ორგანოში ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ მივიდნენ, ვერ შედგა ქვორუმი და სხდომა ჩაიშალა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიგა ფარულავა იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დასხდება მოლაპარაკების მაგიდასთან და ქალაქისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. 

"მე ვიმედოვნებ, რომ ორივე პარტია გონს მოეგება. კეთილს ვინებებთ ყველა, დავსხდებით მაგიდასთან და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც არის ქალაქი ინტერესებში. მზად ვართ შემდეგ სხდომაზეც წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი, მხოლოდ ერთი მოტივით, რომ დაიძლიოს კრიზისი მუნიციპალიტეტში. ეს დანარჩენი უკვე "ქართული ოცნების“ და "ნაციონალური მოძრაობის“ ნება არის, დაუჭერენ თუ არა მხარს ჩვენს კანდიდატს,"- განაცხადა გიგა ფარულავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია კი იმედოვნებს, რომ კრიზისი აღმოიფხვრება.

"პირველად არ შედგა სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო. ესწრებოდა 21 დეპუტატი და უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23 დეპუტატი. 12-ში შეიკრიბება და მანამდე კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და იმედს ვიტოვებ, რომ ეს კრიზისი აღმოიფხვრება ზუგდიდის საკრებულოში. ჩემი იქნება თუ სხვა ,"ქართული ცნება“ წარმოადგენს თავის კანდიდატურას,"-განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

დღის ამბები