16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
კონსულტაციები პრეზიდენტთან - შეხვედრიდან გამოსული მარიამ ჯაში პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად გამოსავალს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაში ხედავს

კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან გრძელდება. სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა ირმა ინაშვილი, მანამდე კი პრეზიდენტმა წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მარიამ ჯაშის პოზიცია მოისმინა. 

შეხვედრიდან გამოსულმა მარიამ ჯაშმა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პოლიტიკური ტემპერატურის შესამცირებლად გამოსავალი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დროებით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყოს:

"პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზად ეს არ მიმაჩნია, უბრალოდ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური ტემპერატურა იყოს შედარებით შემცირებული და ეს იქნება პოზიტიური როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, ვფიქრობ, რომ ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდით ბატონი პრეზიდენტის გადაყვანა," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პრეზიდენტს შეხვდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც. მისი თქმით, კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელია შეთანხმება კონკრეტულ საკითხებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ.

"ერთ-ერთი გამოსავალი ცხადია არის ეს, რომ ჩვენ შევთანხმდეთ კონკრეტულ საკითხებზე, თუ როგორ მიგვყავს ქვეყანა წინ, პრეზიდენტის ძალიან მკაფიო პოზიცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და სწორი შეფასება გავაკეთოთ წარსულის და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი ინტერესებით," - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

დღეს პრეზიდენტთან ელოდებიან ნინო ბურჯანაძესაც.

დღის ამბები