16 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
ერთადერთი, რაზეც ახლა მიხეილ სააკაშვილი იბრძვის და რაზეც ექიმები ზრუნავენ, მისი რეაბილიტაციაა - შოთა თუთბერიძე

ექსპრეზიდენტი მკურნალობას ისევ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი მნახველებსაც იღებს. მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან გორის ჰოსპიტალში ახლა კობა ნაყოფიაა, დილით კი პატიმარი მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.

"ერთადერთი, რაზეც ახალ მიხეილ სააკაშვილი იბრძვის და ერთადერთი, რაზეც ექიმები ზრუნავენ, არის მისი რეაბილიტაცია იმ პოსტტრავმული სინდრომის, რაც მას მიადგა არაადამიანური მოპყრობისა და წამების გამო,"-აცხახდებს შოთა თუთბერიძე. 

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრის კობა ნაყოფიას თქმით კი, მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაცია და მკურნალობა მეტ ყურადღებას საჭიროებს. 

დღის ამბები