16 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
რა არის საჭირო საყოველთაო თანხმობის პროცესის დასაწყებად - პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძისა და დავით თარხან-მოურავის ხედვები მოისმინა 

პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან შეხვედრებს განაგრძობს - დღეს ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა პარტიის ლიდერები და მესამე სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პრეზიდენტის ყველა სტუმარი თანხმდება, რომ საყოველთაო თანხმობის პროცესი პოზიტიურია და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ქვეყანაში პოლიტიკურმა დაძაბულობამ იკლოს. 

სალომე ზურაბიშვილის ბოლო სტუმარი დღეს ნინო ბურჯანაძე იყო. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ გეგმებსა და ნაბიჯებზე საუბარი არ ყოფილა.

"ჯერ ცხადია, კონკრეტულ გეგმაზე და სქემაზე საუბარი არც ყოფილა და ვერც იქნებოდა. თუმცა, მოსაზრებები გავცვალეთ როგორ ხედვა ის ამ პროცესის გააქტიურებას, მეც ჩემის მხრიდან ვუთხარი, რა მიმაჩნია მნიშვნელოვნად. იმისათვის, რომ მართლმსაჯულებასაც მიეხედოს, ეკონომიკასაც მიეხედოს, საგარეო პოლიტიკასაც მიეხედოს, ამისთვის, ჩემი აზრით, არის საჭირო პოლიტიკური ნება და პოლიტიკური შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები," - ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე იმყოფებოდა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი. 

"საუბარი იყო მხოლოდ ორ მიმართულებაზე, მართლმსაჯულებაზე და სამართლიან არჩევნებზე. თუ არჩევნებზე მისვლა იქნება ყველასთვის სავალდებულო, რანაირი გაყალბებაც არ უნდა იყოს, მასშტაბი ვეღარ იქნება ისეთი, რომ რაღაც დიდი გარდატეხა მოახდინოს. ის რეალურ პარლამენტს ჩამოაყალიბებს, რომელიც შემდეგ ყველა საკითხზე მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებას," - ამბობს დავით თარხან-მოურავი.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები