კლუბების მუშაობის აღდგენის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი, მთავრობის წარმომადგენლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობამ კლუბებს ფუნქციონირების უსაფრთხო მოდელი შესთავაზა. გაგრძელდება თუ არა კლუბების ფუნქციონირება, ეს შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი.
"შემოთავაზება და სურვილი გამოხატა დღეს მთავრობამ, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ხვალ 12 საათზე უნდა გავცვალოთ შემოთავაზებული მოდელის ჩვენებური ვერსია," - განაცხადა ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელმა.