16 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
რას ფიქრობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გამიჯვნაზე პოლიტიკური სპექტრი - ინიციატივის განხილვა ხვალ დაიწყება

2021 წლის ბოლო კვირა ხვალ პარლამენტში ხმაურიანი ინიციატივის განხილვით დაიწყება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს ხვალ წარედგინება.

უმრავლესობის დეპუტატების შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი მოულოდნელი იყო თავად სახელმწიფო ინსპექტორისთვის. ლონდა თოლორაიას ამ დრომდე სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტი მისთვის სიურპრიზი იყო და იმედი აქვს, რომ პროცესი შეჩერდება.

კრიტიკა ისმის ოპოზიციიდან, რომ ეს ინიციატივა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამოძახილია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცვლილება კითხვის ნიშნებს აჩენს. მათივე განმარტებით, მაკონტროლებელი უწყების არსებობა მმართველი გუნდისთვის დისკომფორტია.

მაკონტროლებელ ინსტიტუციასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში." იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიების არსებობა საჭირო არ არის. მისივე განმარტებით, მათი საქმიანობა ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ ფორმულირება, თითქოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, არასწორია.

ამასთან, თეა წულუკიანი, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, იხსენებს, რომ უწყება ამ რეფორმის ინიციატორი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უფლებამოსილებების გაერთიანებაზე ბევრი კითხვა არსებობდა.

კანონპროექტის ავტორები უმრავლესობის წევრები არიან. პროექტზე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე დაჩქარებული წესით იმსჯელებენ.

დღის ამბები