16 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გამიჯვნა - ბიურო საკანონმდებლო ინიციატივას დღეს განიხილავს 

ბიუროს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. სხდომაზე ასევე უნდა გადაწყდეს დაკმაყოფილდება, თუ არა პროექტის ავტორთა მოთხოვნა - ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით. 

სიახლეს ოპოზიცია უწყების დასჯად აღიქვამს. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის რომან გოცირიძის თქმით, ინიციატივის მიზანი უწყების ხელმძღვანელობის "ქართული ოცნებისთვის" სასურველი ადამიანებით ჩანაცვლებაა

"ახლა რასაც აკეთებენ, ეს არის დანაშაული, ერთადერთი მიზანი არის ამ უწყების ხელმძღვანელობის გათავისუფლება და ჩანაცვლება ლოიალური ადამიანებით. გამოჩნდა, რომ თურმე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღევანდელი შემადგენლობა არც თუ ისე დამყოლი ყოფილა და პირდაპირ არ ემორჩილებოდა "ქართლი ოცნების" ბრძანებებს," - ამბობს რომან გოცირიძე.

ცვლილებებს სახელმწიფო ინსპექტორის და მისი გუნდის დასჯას უწოდებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

"ცვლილების შემუშავება შეიძლება ითქვას, მოხდა საიდუმლოდ. წარმოუდგენელია, რომ ინსტიტუციის ცვლილება იგეგმებოდეს და ამ ინსტიტუციასთან არანაირი კომუნიკაცია არ იყოს," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ბრალდებას მიუღებლად თვლიან უმრავლესობაში და ცვლილებებისთვის არგუმენტებს ასახელებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორს თავისსავე რეკომენდაციას ახსენებს, რომლის მიხედვითაც ენჯეოები მთავრობას მოუწოდებდნენ არ ჰქონოდა საგამოძიებო ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. 

"ჯერ კიდევ თავის დროზე, 2 წლის წინ, როდესაც ამ სამსახურს ემატებოდა საგამოძიებო ფუნქცია, მათ შორის არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციაც იყო, რომ იყო საჭიროება, რომ საგამოძიებო ნაწილ ყოფილიყო ცალკე," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

  

დღის ამბები