16 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელია საზღვარგარეთის კლინიკაში, სადაც იგი პერსონალური შურისძიების მსხვერპლი არ იქნება - ხატია დეკანოიძე 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანასა ითხოვენ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სააკაშვილის რეაბილიტაცია საზღვარგარეთის კლინიკაში უნდა მოხდეს. 

"მისი გადაყვანა და რეაბილიტაცია აუცილებელია, ალბათ საზღვარგარეთის რომელიმე ძალიან მნიშვნელოვან კლინიკაში. სადაც იგი პერსონალური შურისძიების მსხვერპლი არ იქნება. მე დღეს მას მოვინახულებ, დიდი იმედი მაქვს, რომ შემიშვებენ დაწესებულებაში, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს,"- ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები