16 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
სენაკის საკრებულო ისევ თავმჯდომარის გარეშეა-ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ აფერისტობაში ადანაშაულებს

სენაკის საკრებულომ თავმჯდომარე ვერც დღეს აირჩია. მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სევდია უგრეხელიძე არ არის წინააღმდეგი საკრებულოს თავჯდომარე იყოს გახარიას პარტიიდან, თუმცა მისი მოთხოვნაა, რომ დარჩნენ ოპოზიციის მხარეს. 

"ქართული ოცნება" ჩადის პოლიტიკურ აფერისტობას. მას სურს, რომ ეს საკრებულო დაიშალოს და ახალი არჩევნებით იმედი აქვს, რომ უმრავლესობით მოვა. ვინაიდან ძალადობა 5 მუნიციპალიტეტში ბევრად უკეთესად გამოუვათ. ჩვენ ვასრულებთ პირობას თავმჯდომარედ ვართ თანახმა არჩეული იყოს, გახარიას პარტიიდან წევრი. ოპოზიციის მხარეზე იყონ და დანარჩენ პოზიციებზე, როგორც ჩვენ დავუჭერთ მხარს, ასევე მათაც დაგვიჭირონ მხარი.

რაც შეეხება, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "სენაკი-საქართველოსთვის" თავმჯდომარეს ირაკლი კაჭარავას მისი თქმით, საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მინიმუმ 17 ხმა, რომელიც იქნება უმრავლესობაში. როგოც კაჭარავა ამბობს, მათი ერთი წევრი რომც ყოფილიყო წარმოდგენილი, პროცედურულად საკითხები მაინც ვერ წამოიწეოდა წინ.

დღის ამბები