16 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კვლავ დაიწყებს ის გლდანის მე-18 ციხეში მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადავა - რატი ბრეგაძე 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კვლავ დაიწყებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექნება, ის პროტოკოლისამებრ, გლდანის მე-18 ციხეში მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადავა.

ამასთან, როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, კანონის წინაშე გამონაკლისები არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებითაც ჩვეულებრივი პატიმრის პროტოკოლი იმოქმედებს.

"ზოგადად ეს ასეა მიღებული ყველა პატიმართან მიმართებაში, რომ თუ კი შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემა შეიქმნას, არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე პატიმარი, სააკაშვილიც წინა შემთხვევის მსგავსად მე-18 დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

წინა გადაყვანისას საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია გლდანის ჰოსპიტალში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებაში ვრცელდება. ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არ არის," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღის ამბები