16 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
თოლორაიამ კომიტეტის სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, თუ საიდან ჰქონდა მას კანონპროექტი

პარლამენტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობას, ლონდა თოლორაიას გარეშე განაგრძობს.

თოლორაიამ კომიტეტის სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, თუ საიდან ჰქონდა მას კანონპროექტი:

"ნებისმიერი კანონპროექტი ჯერ ეგზავნებათ ბიუროს წევრებს, საჯარო კი ბიუროზე განხილვის შემდეგ ხდება. გუშინ 3 საათზე იყო ბიურო ჩანიშნული, მაშინ, როდესაც ქალბატონ ინსპექტორს ჰქონდა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა კანონის შინაარსზე. როდესაც სახელმწიფო ინსპექტორზე არის საუბარი, ალბათ უპრიანი იქნება რომ კანონიერი გზით მოხდეს აღნიშნული ინიციატივის მიღება,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

დღის ამბები