16 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
სააკაშვილთან დაკავშირებული ე.წ. სპეკულაციები დასრულებულია და საზოგადოების ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს - გურამ მაჭარაშვილი

მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომაროება უზრუნველყოფილია და ეს საზოგადოების ინტერესის სფეროს უკვე აღარ წარმოადგენს.

"სააკაშვილთან დაკავშირებული ე.წ. სპეკულაციები დასრულებულია, საზოგადოების ინტერესის სფეროს ეს აღარ წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი, პატიმარი სააკაშვილი იხდის სასჯელს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის უზრუნველყოფილი და უფლებებიც არის მაქსიმალურად დაცული. სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმალურ, იმის შემდგომ რაც დაიწყო კვება," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები