გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რო პაციენტი სტაციონარიდან გაეწერათ, თუმცა ფაქტზე პაციენტის რეაგირებიდან გამომდინარე ექსპრეზიდენტი კვლავ კლინიკაში დატოვეს.
ექიმის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფებოდა კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ.
"მოგეხსენებათ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი მოთავსებული იყო ჩვენს კლინიკაში, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, გამოტანილი იქნა სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა. ამ დღეების განმავლობაში იგი იმყოფებოდა მუდმივი კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ. დაწყებული იყო რეფიდინგ პროცესიც, რომელიც დასრულდა 14 დეკემბერს. მისი მდგომარეობა შეფასდა სტაბილურად და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ამბოლატორიულ ზედამხედველობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა მისი ინფორმირების შემდგომ პაციენტი დაიძაბა, აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც იგი იყო დატოვებული ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის სტაბილიზაციისთვის,"- მალხაზ ურთმელიძე.