16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
საკრებულოში ოპოზიციის ინტერფრაქციული ჯგუფი კახა კალაძისგან წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს

საკრებულოში ოპოზიციის ინტერფრაქციული ჯგუფი კახა კალაძისგან წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს. როგორც საკრებულოს წევრი, ოპოზიციონერი გოგა ონიანი აცხადებს, საკრებულოსთვის წლიური ანგარიშის წარდგენა მერის მოვალეობაა, რაც კახა კალაძეს არ გაუკეთებია. 

თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის", საბა ბუაძე ამბობს, რომ რიგ გარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს, სადაც თბილისის მერის ანგარიშს მოისმენენ. 

"მოვითხოვთ, რომ მოწვეული იქნას რიგ გარეშე სხდომა, სადაც მოვისმენთ თბილისის მერის ანგარიშს. ჩვენ, გუშინ ვნახეთ, რომ ბატონი კალაძე არ მოვიდა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვაზე, ასევე, მოვისმინეთ, რომ ბატონი კალაძე არ აპირებს, რომ მობრძანდეს და საკრებულოში ჩააბაროს ანგარიში," - ამბობს საბა ბუაძე.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე კი განმარტავს, რომ კალაძემ წლიურ ანგარიშზე, მთავრობის წარდგენისას ისაუბრა.  

"მერი ბრძანდებოდა საკრებულოში, მან წარადგინა არა თუ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ 2021 წლის, არამედ, მან წარადგინა 4 წლიანი ანგარიში. 5-6 საათის განმავლობაში, არც ერთი კონკრეტული კითხვა საქმიანად, ოპოზიციის მხრიდან არ იყო დასმული. შესაბამისად, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ გარკვეული პოლიტიკური შოუების მოსაწყობად, მერი მოდიოდეს საკრებულოში," - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

 

დღის ამბები