16 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
არაფერს ამბობს ჩახოცილ ახალგაზრდებზე და უცბად შეწუხდა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით, ბადებს ეჭვს, რომ შეშინებულია - ნანა კაკაბაძე პრეზიდენტზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ ის მისი სტატუსის მიუხედავად არასდროს აფიქსირებს პოზიციას ისეთ თემებზე, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის მხარე და ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.

"როდესაც პრეზიდენტი არაფერს ამბობს ათასობით და ათიათასობით უფლება შელახულ ადამიანზე, როდესაც არაფერს ამბობს ჩახოცილ ახალგაზრდა ბიჭებზე, რომლის ოჯახების დღემდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და უცბად ის შეწუხდა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით, ეს ბადებს ეჭვს, რომ თვითონ არის შეშინებული,"- აცხადებს ნანა კაკაბაძე.  

დღის ამბები