16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯარიმებს ასაჩივრებენ - რა პრეტენზიები აქვთ უწყებებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ბოლო დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილს ეხება, რომლის გამოც ლონდა თოლორაიას უწყებამ იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა.
ის, რასაც სამინისტრო საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის, სახელმწიფო ინსპექტორისთვის პერსონალური მონაცემების დარღვევაა.

იუსტიციის სამინისტრო 500 ლარს არ იხდის და სასამართლოში ჩივის.

სამინისტროს გარდა, საჩივარი მოამზადა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორმა 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ლონდა თოლორაიას არც სასჯელაღსრულება ემორჩილება. საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა.

პროცესზე ყველა იმ ვიდეოს დემონსტრირება მოხდება, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანას ასახავს.

დღის ამბები