16 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
საქართველოს დღე "ექსპო დუბაი 2020-ის" ფარგლებში - ღონისძიებაზე საქართველოს პავილიონში სტუმრებს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლეს

საქართველოს დღე "ექსპო დუბაი 2020-ის" ფარგლებში - ღონისძიებაზე, საგამოფენო სივრცეში საქართველოს პავილიონში სტუმრებს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლეს. საქართველოს დღის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიებაც. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საემიროებში ოფიციალური შეხვედრებიც გამართეს.

"ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდა თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ არაბეთის საემიროებთან დაწყებულიყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები და ყველაზე დიდი მიღწევა მინდა გითხრათ, რომ ასეთ მოკლე ხანებში მოხდა უკვე შეთანხმება ამის შესახებ, რაც უპრეცენდენტოა. გარდა ამისა, იყო მნიშვნელოვანი შეთანხმებები ენერგეტიკის სფეროში ინოვაციური ინვესტიციების და ასევე პოტენციური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოში ლოგისტიკაში, ტრანზიტში და იმ პრიორიტეტულ დარგებში ინვესტიციას ითვალისწინებს, რაც ქვეყანას ჰქონდა აქ წარმოდგენილი," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ღონისძიებაზე საქართველოს უნიკალურ მიმართულებებს წარმოვაჩენთ, როგორიც არის ჩვენი დამწერლობა, კულტურა და ტურისტული პოტენციალი.

"არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი მონაწილეობა დუბაი ექსპოში, ის ხელშესახები შედეგი, რაც ჩვენ აქედან მიგვაქვს. გაერთიანებულ არაბთა საემიროები არის პირველი ქვეყანა ამ რეგიონიდან, ვინც ძალიან მალე შეუერთდება იმ 46 ქვეყანას, ვისთანაც საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები