19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
ჯანმო - სახელმწიფოები კოლაფსის პირას არიან, "დელტა" და "ომიკრონ ვარიანტების კომბინაცია საშიშ ცუნამს იწვევს

კორონავირუსის "დელტა" და "ომიკრონ ვარიანტების კომბინაცია საშიშ ცუნამს იწვევს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს.

ჯანმო-ში ამბობენ, რომ შემთხვევების ზრდის გამო სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემა უკვე კოლაფსის პირას არიან.

ბოლო 24 საათში რეკორდული ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა იტალიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთსა და ირლანდიაში. ჩინეთში კი იმ ტერიტორიებზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული, პოლიცია ქუჩებში მკაცრად აკონტროლებს მოსახლეობას.

დღის ამბები