პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება.
"პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კანონი აღსრულდა, სხვა პასუხი არ მაქვს," - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ რომელიმე პატიმარს განსხვავებული მოპყრობა აქვს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს.