"ქართული ოცნება" ანა ნაცვლიშვილის ინიციატივას დაეთანხმა. "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საკუთარი წინადადება სესიაზე მოსამართლეების კანონის განხილვაზე წარმოადგინა. მან დისციპლინურ ნაწილში ინიციატივა დააყენა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეები საჭიროების შემთხვევაში არა სხვა რეგიონში, არამედ კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამის ადგილას უნდა მიავლინონ.
ინციატივას მხარი მმართველმა პარტიამ დაუჭირა და კენჭი უყარა. ასევე, პროექტის მიხედვით, დასაშვები ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია. აღნიშნულ ცვლილებას ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგება.