მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში კიდევ ერთმა ადვოკატმა მოინახულა. ექსპრეზიდენტს გიორგი მშვენიერაძე ამ წუთებში ხვდება.
მშვენიერაძე აქამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი ადვოკატი არ იყო, თუმცა დღეს განაცხადა, რომ დღეიდან ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი იქნება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. ისინი აპირებენ ახალ წელს, სწორედ რუსთავში შეხვდნენ.
"ფაქტია, რომ ამ სისტემაში, რომელ დაწესებულებაშიც არ უნდა იყოს ის ახლა, სადაც მის მიმართ ხორციელდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, მისი ამ სისტემაში დატოვება და რაიმე ადეკვატურ მკურნალობაზე საუბარი, სრულიად შეუძლებელია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა.
ყოფილი პრეზიდენტი უკან, ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს. სააკაშვილი იგივე საკანშია მოთავსებული, სადაც ერთი თვის წინ იმყოფებოდა.