დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ლონდა თოლორაიამ, რომელიც დღეს პარლამენტის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, მოადგილეებთან ერთად, 1 მარტიდან უსამსახუროდ რჩება. სახელმწიფო ინსპექტორს პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს.
"მიღებული კანონის თანახმად სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო.
საბედნიეროდ საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადობის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წევრების სამდღიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლების მიმართ და ისინი გადაანაწილა იმ ორ ახალ უწყებაში, რომელიც დღეს მიღებული კანონით უნდა შეიქმნას.
თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად იდგა ევროპული ღირებულებების გზაზე და ნამდვილად ამკვიდრებდა ახალ სტანდარტებს," - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.