დედაქალაქის მთავრობასა და საკრებულოში 2021 წელი შეაფასეს. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ პერიოდში თბილისში არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც როგორც მოსახლეობის, ასევე ქალაქის კეთილდღეობაზე იმოქმედა.
ისინი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად არჩევნების მოგებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე მეტ რეფორმასა და პროექტს განახორციელებენ.