16 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
გამოწვევები მიღწევები და მნიშვნელოვანი მოვლენები - როგორ დაამახსოვრდათ პოლიტიკოსებს 2021 წელი 

როგორი იყო 2021 წელი პოლიტიკური მიმართულებით - გასულ წელს პოლიტიკოსები აჯამებენ. გამოწვევები მიღწევები და მნიშვნელოვანი მოვლენები - ვის როგორ დაამახსოვრდა 2021 წელი. 

ოპოზიცია თანხმდება, რომ 2021 წელი, პოლიტიკურად გამოწვევებით იყო სავსე. "ნაციონალურ მოძრაობაში" წლის მთავარ ამბად, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და ნიკა მელიას დაკავებას მიიჩნევენ. 

პარტია "მოქალაქეები" გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, საკანონმდებლო ცხოვრებაში ოპოზიციის ჩართვას ასახელებენ. "ლელოსთვის" კი უმთავრესია, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისათვის კვლავ მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება. 

მმართველ პარტიაშიც თვლიან, რომ 2021 წელი გამოწვევებით სავსე იყო, მთავარ გამოწვევად კი, ისინი პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. ამ მიმართულებით კი, მომავალ წელს სტაბილურობას გვპირდებიან. 

მთავარ გამოწვევად მათ, კვლავ ოკუპაცია და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელეს. მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრისას კი, გაიხსენეს შარლ მიშელის შეთანხმება, პოლიტიკური კრიზისი და ოპოზიციის საკანონდებლო ორგანოში შესვლა.

დღის ამბები