ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" კარვებში შიმშილობა გრძელდება.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ბოლო ორი დღის განმავლობაში 12 ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად 31 დეკემბრისა, პროტესტის უკიდურესი ფორმა გაგრძელდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და 150-მდე ადამიანი შიმშილობს.