16 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ხმაური რუსთავში - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები

რუსთავის მერიასა და საკრებულოში ხმაური იყო - ოპოზიციას, სხდომის გამართვაზე უარი ეთქვა, რამაც ვითარება გაამწვავა, იყო დაპირისპირებაც, მოგვიანებით ოპონენტებს რუსთავის მერი გაესაუბრა.

"რუსთავის საკრებულოში არ ისმის ოპოზიციური პარტიების ხმა, რისი მოლოდინიც ჰქონდა ქართულ ამომრჩეველს. პირველივე სხდომიდან ეს ადამიანები საკრებულოში არ გამოჩენილან. რაც შეეხება დღევანდელ მათ შოუს, ჩავედი ვკითხე რითი შემეძლო დახმარება და რაღაც აბსურდზე მესაუბრებიან,"- აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. 

სიტუაცია უკვე განმუხტულია, თუმცა ამ დრომდე ადგილზე რჩებიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.  

დღის ამბები