ენერგეტიკის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა, საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ თანამშრომლობას არ ემუქრება".