26 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია - დაკავებულთა რაოდენობა 6 000-ს აჭარბებს

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია - დაკავებულთა რაოდენობა 6 000-ს აჭარბებს. სამართალდამცველები მოქალაქეებს საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობისთვისაც აკავებენ. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები. პუტინი ყაზახეთში სამხედროების შეყვანას აგრძელებს. შეტაკებებს და დაპირისპირებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია მოკლული და დაკარგული ჟურნალისტების შესახებაც.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ამ მხრივაც ყაზახეთში ძალიან რთული ვითარებაა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, საფონდო ბირჟები წყვეტენ საქმიანობას.

ზოგად ვითარებას რაც შეეხება, რუსი და ყაზახი სამხედროები ერთობლივ განცხადებებს აკეთებენ. ადგილზე უკვე 3 დღეა კოლექტიური უსაფრთხოების ქვედანაყოფები იმყოფებიან და მათ ყაზახეთში სწორედ რუსული შეიარაღების დიდი ნაწილი შეიტანეს და რუსი გენერლები ხელმძღვანელობენ.

"კონტრტერორისტული ოპერაცია შემდგომ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ განვათავსეთ სამართალდამცავები ყველა ბლოკპოსტზე, რათა თავიდან ავირიდოთ მებრძოლების ალმათტიდან გასვლა. ჩვენ ვამოწმებთ ავტომობილებსა და დოკუმენტებს, ყველა ეჭვმიტანილს აკავებენ და მიჰყავთ შტაბში," - აცხადებს ერთ-ერთი სამხედრო პირი.

ისინი ამბობენ, რომ ყველა სტრატეგიულ ობიექტზე ამ დროისთვის კონტროლი დაბრუნებულია.

"უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ქვეყნის კონტიგენტი უსაფრთხოდ მივიდა და უკვე შეუდგა დავალების შესრულებას. ისინი ძირითადად კონცენტრირებულნი არიან დედაქალაქის ირგვლივ და ყაზახეთის ყველაზე საშიშ რეგიონში, რომელიც, როგორც პრეზიდენტმა თქვა, რეალურად ექსტრემისტების შეჭრის ობიექტი 6-ჯერ გახდა. ეს არის ალმათი," - ამბობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს პოლიტიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის კონსულტანტი იგორ პანარინი.

ცენტრალური აზიის ნავთობითა და ბუნებრივი აირებით ყველაზე მდიდარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ეხმაურებიან საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. რამდენიმე საათის წინ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები აქტიურად აკვირდებიან მოვლენებს და მოუწოდებენ ყაზახეთის ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია მოხდეს, საზოგადოებას კი ურჩევენ, ვანდალური აქტებისა და ქმედებებისგან თავი შეიკავონ

"ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შრის პატივი სცენ ადამიანის უფლებებისა და მათი მოქალაქეების ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, შეკრების გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას," - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

დღის ამბები