26 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
"არ გინდა პანიკა, მოემზადე!"- კიევში მოხალისეთა სამხედრო სწავლებები დაიწყო

"არ გინდა პანიკა, მოემზადე" - ამ სახელწოდებით დაიწყო სწავლება დღეს კიევის ერთ-ერთ გარეუბანში, რომელმაც 300-მდე მოხალისე გააერთიანა. წვრთნებს ერთ-ერთი ორგანიზაცია ატარებს, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატალიონ "აზოვის" ყოფილი მეთაური. მისი განცხადებით, აუცილებელია მოქალაქეები მზად იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუკი მტერი გადაწყვეტს უკრაინაზე შეტევას. აქ მოხალისეები სხვადასხვა ჯგუფად არიან დაყოფილები - ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სამხედრო გამოცდილება და ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონიათ შეხება სამხედრო სფეროსთან. მათ ასწავლიან ტაქტიკურ მანევრებს - კავშირგაბმულობას, პირველად სამედიცინო დახმარებას და სხვა კომპონენტებს, რომელიც აუცილებელი იქნება, თუკი რუსეთი შეტევაზე გადავა.

სწავლებები არა მხოლოდ კიევში, არამედ ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს. მხოლოდ კიევში 4 ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ახორციელებს მოხალისეთა გადამზადებას. ქვეყნის მაშტაბით კი, ასეთი რამდენიმე ათეულია. 

ბატალიონ "აზოვის" ყოფილი მეთაურის მაქსიმ ჟორინის თქმით, უკრაინა საფრთხის წინაშეა და მოსახლეობა ამას მომზადებული უნდა შეხვდეს. 

"დიდი საფრთხის წინაშე ვართ. რუსული საფრთხე მზარდია ქვეყნის შიგნით კი თავდაცვის კუთხით პრობლემები გვაქვს. ამ პირობებში მოსახლეობა მზადყოფნაში უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ქვეყნის მაშტაბით მოქალაქეების გადამზადება დავიწყეთ. ჩვენთან მოდიან ქალები, კაცები, ახალგაზრდები და ასაკოვნები ყველა ვისაც უკრაინის ბედი აღელვებს. მოვამზადებთ თავდაცვის ჯგუფებს, რომლებსაც სამხედროებთან შეეძლებათ ურთიერთქმედება. მოვამზადებთ მედდებს, რომლებიც დაჭრილებს მიხედავენ ,"- აცხადებს მაქსიმ ჟორინი.

 

 

 

 

 

დღის ამბები