03 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
ერევანი-სტამბოლის რეისით ჩასულ 64 მგზავრს სტამბოლის აეროპორტში ყვავილებით დახვდნენ 

პირველი კომერციული ავიარეისი სომხეთსა და თურქეთს შორის ბოლო ორ წელიწადში. ერევანი-სტამბოლის რეისი სომხურმა ავიაკომპანიამ შეასრულა. სომხეთიდან ჩასულ 64 მგზავრს სტამბოლის აეროპორტში ყვავილებით დახვდნენ. მოგვიანებით, ერევნის მიმართულებით გაფრინდა თურქული კომპანიის სამგზავრო თვითმფრინავიც.

პირდაპირ რეისებს სომხური კომპანია კვირაში ორჯერ, თურქული კი სამჯერ შეასრულებს. თურქეთი და სომხეთი ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, ჩარტერული ფრენების აღდგენაზე დეკემბერში შეთანხმდნენ.

დღის ამბები