26 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
9 წლის გოგონა აუზის ფილტრმა თმით ჩაითრია და დაიხრჩო - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა

9 წლის ბრაზილიელი გოგონა აუზში ბანაობისას წყლის ფილტრაციის მექანიზმმა თმით აითრია და დაიხრჩო. უბედური შემთხვევა 12 თებერვალს მოხდა, როდესაც გოგონა ბებიის დაბადების დღეზე, ბრაზილიის ერთ-ერთი კურორტის აუზზე ცურავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას პირველადი დახმარება მამამ გაუწია, სანამ ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. 
 
 
დღის ამბები