03 მაისი 2024,   18:31
ვრცლად
გერმანიის კანცლერმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენი შეაჩერა - გერმანიის პასუხი რუსეთის ქმედებებზე

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა.  ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

როგორც ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავრობა უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ მოქმედებს. 

"ეს აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია. მილსადენის სერტიფიცირება შეუძლებელია და ამ სერტიფიცირების გარეშე "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ვერ დაიწყებს ოპერირებას," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.

 

დღის ამბები