03 მაისი 2024,   15:07
ვრცლად
ზელენსკიმ კიევიდან მისი ევაკუაციის შესახებ აშშ-ს შეთავაზებაზე უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს აშშ-ს შეთავაზებაზე მისი კიევიდან ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. 

აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის მთავრობა მზად არის დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში, რათა თავიდან აიცილოს მისი ტყვედ ჩავარდნა ან მოკვლა, თუმცა პეზიდენტი ზელენსკი ჯერჯერობით უარს ამბობს ქვეყნის დატოვებაზე.

როდესაც რუსმა სამხედროებმა 25 თებერვალს, უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერეს, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ სერიოზული რისკების მიუხედავად, თავის ქვეყანაში დარჩებოდა.

დღის ამბები