26 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
საქართველოდან უკრაინაში სულ 275 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, მადლობა მთავრობას და მოსახლეობას - უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში

რუსულ აგრესიას 98 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოსკოვი იყენებს აკრძალულ იარაღს, მათ შორის კასეტურ ბომბებს, ავრცელებს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულად ბომბავს ჰუმანიტარულ ტვირთს - აცხადებს უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში.

ანდრეი კასიანოვი მადლობას უხდის საქართველოს დახმარებისთვის.

"უკრაინელები საქართველოში სერიოზულ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ და ვიმედოვნებ, რომ ეს კიდევ უფრო გაფართოვდება. ასევე, დიდ მადლობას ვუცხადებ საქართველოს ეკლესიას გაწეული დახმარებისთვის. იმ თანხებით, რაც ქართველმა მოქალაქეებმა და ბიზნესმა შეაგროვეს, უკვე მოხდა ტვირთის შეძენა, რაც მალე გაიგზავნება უკრაინაში. სულ 275 ტონა ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან უკვე გაგზავნილია უკრაინაში. ჩვენ დიდ მადლობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას ამ მხარდაჭერისთვის.

უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომელთაც რუსული აგრესია განიცადეს. ეს უბედურება მათ აერთიანებთ. უკრაინას და საქართველოს სწორედ ერთად შეუძლიათ დაძლიონ ყველა გამოწვევა. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს,"-განაცხადა რწმუნებულმა.

დღის ამბები