17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა.

"მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მოაწერენ, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე, დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე, შეზღუდავს სატვირთო და საზღვაო გადაზიდვებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, შემოიღებს აკრძალვას რუსული ხიზილალის და არყის იმპორტზე. კიდევ უფრო შეზღუდავენ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს და ასევე დააყადაღებენ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივებს," – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სანქციები ასევე დაწესდება რუსი ოლიგარქების, პროპაგანდაში ჩართული პირებისა და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირების წინააღმდეგაც.

დღის ამბები