19 მაისი 2024,   18:56
ვრცლად
ზელენსკიმ დაასახელა რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც 1 წლის უკრაინელი ბავშვი გააუპატიურა

უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ბავშვები და ჩვილიც კი

იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი - რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვი, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.

"იდენტიფიცირებულია ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩამდენი - რუსი ჯარისკაცი ქალაქ ფსკოვიდან, რომლის გვარიც არის ბიჩკოვი.

გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილი - ახლა ამაზე ლაპარაკი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა.

ასეთია რუსი ჯარისკაცი, „ბავშვების დამცველი“. ასეთია „სპეცოპერაცია“, რომელიც მოსკოვში დაგეგმეს. ამიერიდან სწორედ ამასთან იქნება ასოცირებული რუსეთის ჯარი და ფსკოველი დესანტები - ჩვილის გაუპატიურება," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები