19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
მაიკ ტაისონმა თვითმფრინავში თანამგზავრი სცემა

მსოფლიო კრივის ლეგენდამ, მაიკ ტაისონმა, სან-ფრანცისკოდან ფლორიდისკენ მგზავრობის დროს თვითმფრინავის მგზავრი სცემა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცნობი პირი ტაისონის თვითმფრინავში ხილვით ზედმეტად აღფრთოვანდა, არ წყვეტდა მასთან საუბრის მცდელობებს, პროვოცირებდა და ა.შ. რამაც ტაისონის გაღიზიანება გამოიწვია.

ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებს ტაისონი დარტყმებს ხსენებული პირს. ნაცემმა მგზავრმა სამედიცინო დახმარება მიიღო, პოლიციის ცნობით, იგი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

 

დღის ამბები