საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. სინოპტიკოსების განმარტებით, უახლეს დღეებში დედაქალაქსა და რეგიონებში ტემპერატურა მვეთრად დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვა. ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და მთებში მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვიოს.