20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადან - ბაირამს ულოცავს

პრემიერი სოციალურ ქსელში საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადან-ბაირამს ულოცავს.

"საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს - ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას, სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდ დღესასწაულს.

ჩვენ საუკუნეებია ერთად, ძმობითა და მეგობრობით ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, ერთი გვაქვს აწმყო და ერთად უნდა შევქმნათ მომავალი. ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები