საქართველომ აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი გადასცა. ოფიციალური ინფორმაციით, იასინი ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის ლიდერია, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ.
2021 წლის სექტემბერში იასინი და რაჰმანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2022 წლის მარტში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან განხორციელდა.
განცხადება გამოაქვეყნა შტატების საელჩომ და ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.