მეორე დღეა საგარეოჯოდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები სოციალური ქსელით ავრცელებენ.
ლაშა მათიაშვილი გუშინ დილის 6 საათზე ხაშმის მონასტრიდან გავიდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს.
"მას აცვია ლურჯი ქურთუკი, თეთრი მაისური, შავი შარვალი და შავი კედები, ასევე ყავისფერი ზურგჩანთაც ჰქონდა, როცა მონასტრიდან გავიდა.
ნებისმიერი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
511 12 58 76;
598 25 79 95;
574 37 04 73;
პოლიციაც ეძებს," - წერენ დაკარგულის ოჯახის წევრები.