20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
2 წლის წინ გაუჩინარებული 68 წლის ქალის საქმე - იპოვნის თუ არა გამოძიება სოფელ შალაურში გაუჩინარებული ქალის ცხედარს მეზობლის ეზოში

მზია ბედმანიკაშვილის საიდუმლო გაუჩინარებას ფარდა ორი წლის შემდეგ აეხადა. 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის მეუღლე, მეზობელ ქალს ღიად ადანაშაულებს. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის სამართალდამცველების თანდასწრებით მოხდა. ოჯახს სჯერა, რომ 68 წლის მზია ბედმანიკაშვილს, რომელსაც დღემდე ეძებენ, მეზობელმა ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ კი გულის შეტევით გარდაცვლილი ქალი საკუთარ ეზოში დამარხა.

ქალი, რომელსაც დაკარგულის ოჯახი ამხელს, დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს ის მთელი დღე აკვირდებოდა.

ქალის გაუჩინარების პირველ დღეებში მეზობლებს სავარაუდო ეჭვმიტანილის სახლიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა ესმოდათ. მათი ვერსიით, ამით ეჭვმიტანილი დაბმული ქალის ხმის გადაფარვას ცდილობდა. ოჯახს ეჭვს უმყარებს საგამოძიებო მოქმედებების ადგილზე ამოღებული ქოლგა, რომელიც, მათი მტკიცებით, დაკარგულს ეკუთვნოდა.

რა ვერსია აქვს გამოძიებას ჯერ უცნობია. მეზობლები ეჭვმიტანილის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობენ. კიდევ ერთი ვერსიით, დანაშაულის მოტივი შესაძლოა თანხა იყოს, რომელიც მზია ბედმანიკაშვილს დაკარგვამდე თან ჰქონდა.

თელავის სოფელ შალაურში, 68 წლის ქალი 2020 წლის 16 ივლისს გაუჩინარდა. ბოლოს ის ოჯახს ტელფონით დაუკავშირდა და უთხრა რომ გზა აებნა, რის შემდეგაც ქალთან კავშირი გაწყდა და მას მერე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

 

 

 

 

დღის ამბები